Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის ვადები (2023-2024 სასწავლო წელი)

ა) პროცედურული ვადები:

ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 11 – 13 სექტემბერი;

ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 - 15 სექტემბერი;

ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 18 სექტემბერი;

ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის

დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;

ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 20 სექტემბერი;

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 14 სექტემბერი;

ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 სექტემბერი;

ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -15 სექტემბერი;

ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში- 16 სექტემბერი;

 

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის

არსებობის შემთხვევაში);

ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი

დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ

დოქტორანტებისთვის);

ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ

დოქტორანტებისთვის);

კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი

დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი

საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ

გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის

დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა

და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული

სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)